საქართველოში ევროპელი ტურისტების ნაკადი მკვეთრად შემცირდა - ექსპერტები რისკებზე საუბრობენ

07.09.25 20:34
საქართველოში ევროპელი ტურისტების ნაკადი მკვეთრად შემცირდა - ექსპერტები რისკებზე საუბრობენ

თბილისის ქუჩებში დღეს უცხოელთა ძირითადი ნაკადი აზიური ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტებია. სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ევროპელების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.

გიდების შეფასებით, აზიელი ვიზიტორები, ევროპელებთან შედარებით, ბევრად ნაკლებ თანხას ხარჯავენ, რაც ტურიზმის შემოსავლებს აზიანებს. 

სექტორში ხაზს უსვამენ, რომ მიუხედავად ამისა, სეზონი ფორმალურად არ ჩაიშალა, თუმცა ინფრასტრუქტურული პრობლემები კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, რაც ტურისტული ნაკადების სტაბილურობასა და განვითარებას უშლის ხელს.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.