წალენჯიხის არტმეურნეობის მულტიკულტურულ ცენტრში სახვითი ხელოვნების სკოლა და სამუზეუმო სივრცე გაიხსნა

08.09.25 10:11
წალენჯიხის არტმეურნეობის მულტიკულტურულ ცენტრში სახვითი ხელოვნების სკოლა და სამუზეუმო სივრცე გაიხსნა

წალენჯიხის არტმეურნეობის მულტიკულტურულ ცენტრში სახვითი ხელოვნების სკოლა და სამუზეუმო სივრცე გაიხსნა.

სკოლაში ხატვის გაკვეთილები ბავშვებისთვის სრულიად უფასოა.
6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს ხატვას თბილისის სამხატვრო სტუდია „ფრესკას“ პროფესიონალი პედაგოგები ასწავლიან.
სკოლა ყოველდღიურად იმუშავებს, რაც მუდმივ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს წალენჯიხის ახალგაზრდებისთვის.

პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ ეს ინიციატივა ახალი კულტურული შესაძლებლობაა როგორც წალენჯიხაში მცხოვრები ბავშვებისთვის, ისე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსწავლეებისთვის.

არტმეურნეობა წალენჯიხაში 3 წლის წინ მამუკა ხაზარაძის ინიციატივით შეიქმნა და დღემდე ემსახურება კულტურის, განათლებისა და შემოქმედების განვითარებას რეგიონში.