გადასცემს თუ არა სომხეთი რუსეთს ქართველ ჯარისკაცს- ერევანში დაკავებულ გიორგი კინოიანს რუსეთში ექსტრადიცია ემუქრება

08.09.25 11:15
გადასცემს თუ არა სომხეთი რუსეთს ქართველ ჯარისკაცს- ერევანში დაკავებულ გიორგი კინოიანს რუსეთში ექსტრადიცია ემუქრება

გადასცემს თუ არა სომხეთი რუსეთს ქართველ ჯარისკაცს-ერევანში დაკავებულ გიორგი კინოიანს რუსეთში ექსტრადიცია ემუქრება.

კინოიანი სომხეთის საზღვარზე 3 სექტემბერს აიყვანეს, ის რუსეთის მოთხოვნით იძებნება. ახლა ქართველი მებრძოლი 40-დღიანი საექსტრადაციო ვადით ჰყავთ დაპატიმრებული, რაც პროცედურულად გულისხმობს, რომ ამ დროში რუსეთმა მისი ექსტრადიციისთვის საჭირო მტკიცებულებები და დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს.

ზუსტი ინფორმაცია, როდის გაიმართება მორიგი სასამართლო სომხეთში, ოჯახს არ აქვს, რადგან ახლა ყველაფერი რუსეთზეა დამოკიდებული, როდის გადაუგზავნის ინფორმაციას და მოითხოვს დაკავებულის ექსტრადირებას. 

კინოიანის ოჯახი ამბობს, რომ ის ქართველმა მესაზღვრეებმა საზღვარზე ისე გაუშვეს, არც კი მიაწოდეს ინფორმაცია, რომ წითელი ცირკულარით, რუსეთის მიერ იყო ძებნილი, რადგან მათი თქმით, თუ მას საქმის კურსში ჩააყენებდნენ, კინოიანი საქართველოს არ დატოვებდა. 

დონეცკის ე.წ. სასამართლომ, ჩემ ძმას 2024 წლის ოქტომბერში დაუსწრებლად გამოუტანა განაჩენი და რუსეთმა წითელი ცირკულარით მოითხოვა ამ ძებნილების გადაცემა. არ ვიცი რა იქნება, სომეხი ადვოკატები იმედს არ გვაძლევენ, ამბობენ, რომ ექსტრადაციის საფრთხე ძალიან დიდია. საზღვრის კვეთის დროს მას არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა, რომ დააკავებდნენ და რაიმე პრობლემეი შეექმნებოდა, თორე ლოგიკურია, რომ ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. სომხეთის საზღვარზე, მესაზღვრეებს ამოუგდო რომ რუსეთის მხრიდან წითელი ცირკულარით იძებნებოდა, ამის შესახებ არც გიორგის და არც მის ირგვლივ არავის არ ჰქონია. სომხეთში, საქართველოს საელჩოშიც ვიყავი, მაგრამ ამ ეტაპზე არანაირი გამოხმაურება არ გვაქვს. მითხრეს, რომ ინფორმაცია აქვთ, შესაბამისი სტრუქტურები მუშობენ, თუმცა, ჩემთან ხაზზე არავინ გამოსულა, არც ოჯახის სხვა წევრებთან. დღეს ვაპირებ მივმართოთ იუსტიციის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ყველა იმ სტრუქტურას, რომელიც შესაძოა, ჩვენ გამოგვადგეს, - ამბობს ძმა.

მისი მეგობრები და ის ადამიანები, ვისთან ერთადაც კინონიანი უკრაინაში იმყოფებოდა, ამბობენ, რომ რეალურად რუსეთმა მის წინააღმდეგ ცრუ ბრალდება გამოიყენა, რადგან ის არ იბრძოდა და  უკრაინაში მხოლოდ დაზარალებულებს ეხმარებოდა.

მიდიოდა სასომხეთში, პასპორტი როგორც კი მიაწოდა, ესევე დააკავეს, 3 დღე მიუსაჯეს, 6 -ში კი მიუსაჯეს 40-დღიანი, წინასწარი საექსტრადაციო პატიმრობა. იქაური ადვოკატები რასაც გვეუბნებიან, ალბათ, ექსტრადაცია, 90 %. საიმედო არაფერი გვითხრეს, სავარაუდო ესქტრადაციაზე გვესაუბრებიან. თუ ვინმე არ ჩაერთვება აქედან- ამბობს მეგობარი.

ოკუპირებული დონეცკის ოლქის ე.წ. სასამართლომ რამდენიმე ქართველს დაუსწრებლად მოგვისაჯა პატიმრობა და ჩვენზე გამოცხადდა ძებნა, სხვადასხვა ქვეყნებში. მას ემუქრება სერიოზული საფრთხე რუსეთში ექსტრადირებისა და ალბათ მოგეხსენებათ, რამდენად საშიში და სარისკოა და ასევე, რა შეიძლება მოხდეს მისი რუსეთში ექსტრადირების შემთხვევაში. ოჯახმა ყველაფერი გააკეთა, მიმართეს ყველას, ასევე იყვნენ მისულები სახალხო დამცველთან, მაგრამ ჯერჯერობით, არანაირი იმედი არ ჩანს, ერთადერთი საშუალება გვრჩება, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა, ვუთხრათ მთავრობას, რადგან ასეთ შემთხვევაში, მათ აქვთ მთავარი ძალა,- ამბობს დომენიკ მანგო.

ქართველ მეომარს, რომელიც სომხეთის საზღვარზე დააკავეს, რუსეთი ერთი წლის განმავლობაში ეძებდა. გიორგი კინოიანი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ომის დაწყების პირველ ეტაპზე იმყოფებოდა. 2024 წლის 25 ოქტომბერს ის რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ოლქის ე.წ. სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა, დამნაშავედ ცნო და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.