ყველანაირად მზად ვარ პატიმრობისთვის- სამოქალაქო აქტივისტი სასამართლოში ბარგით მივიდა
საქალაქო სასამართლოში, სადაც სამოქალაქო აქტივისტებს ასამართლებენ, ერთ-ერთი მათგანი, ლაშა დგებუაძე ჩალაგებული ნივთებით მივიდა და ამბობს, რომ “ყველა სცენარისთვის, მათ შორის პატიმრობისთვისაც, მზადაა.“
სამოქალაქო აქტივისტი ვარაუდობს, რომ მას 10-იდან 20 დღემდე პატიმრობას მიუსჯიან.
90 პროცენტი ვფიქრობ, რომ დამიჭერენ, 10-იდან 20 დღემდე ვვარაუდობ, ბარგით მოვედი, ყველანაირად მზად ვარ პატიმრობისთვის. რუსთაველის თეატრის წინ, მე პირადად იმიტომ დამიჭირეს, რომ იმ დროს ჩემს მეგობარს იჭერდნენ და რომ ვცდილობდი გამომეტაცა მათგან, გამაყოლეს მეც. რეალურად, ამდენი ხალხი იმიტომ გაგვიტაცეს, რომ ერთმანეთის დახსნას ვცდილობდით, - ამბობს დგებუაძე.
აქციის მონაწილეებს პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან. ცოტა ხანში გახდება ცნობილი, დააჯარიმებენ, თუ პატიმრობაში გაუშვებენ მათ. აქტივისტები რუსთველის თეატრის მიმდებარე ტერიტორაზე იმ დროს დააკავეს, როცა ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნას აპროტესტებდნენ.