9 თვიანი პატიმრობის შემდეგ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტი ანრი კაკაბაძე თავისუფალია
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტმა ანრი კაკაბაძემ, რომელსაც 9-თვიანი თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, დღეს დილით სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ანრი კაკაბაძე, გიორგი დავითაძე, გურამ მიქელაძე, დავით გვიანიძე და ლექტორი მამუკა ჯორბენაძე გასული წლის 9 დეკემბერს ბათუმში ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
25 ივნისს სასამართლომ ანრი კაკაბაძეს 9-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო დანარჩენი ბრალდებულები - გურამ მიქელაძე, დავით გვიანიძე, გიორგი დავითაძე და ლექტორი მამუკა ჯორბენაძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.