ეკლესიასაც უსმენენ და ყველაფერს უსმენენ - მეუფე მიქაელი სუს-ის ფაილებზე

14.10.21 12:40
ეკლესიასაც უსმენენ და ყველაფერს უსმენენ - მეუფე მიქაელი სუს-ის ფაილებზე

თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის ეპისკოპოსს, მეუფე მიქაელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ მასალებზე საუბარი არ სურს. 

მისი თქმით,  გავრცელებული ფაილებიდან შეიძლება, 5% იყოს სიმართლე.

არ მაინტერესებს ამ სუს-ის ფაილები და რა გავაკეთო? ეკლესიასაც უსმენენ და ყველაფერს უსმენენ და ღმერთი ყველას გვისმენს ჩვენ. სახელმწიფო რომ გვისმენს, თუ არ არის გადამეტებული... " - განაცხადა სასულიერო პირმა. 

13 სექტემბერს გავრცელებული ფარული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ სუს-ი სასულიერო პირებს აქტიურად უსმენდა.