Ბათუმში ჩამონგრეული კორპუსი სრულ დემოტაჟს ექვემდებარება

14.10.21 12:49
Ბათუმში ჩამონგრეული კორპუსი სრულ დემოტაჟს ექვემდებარება

Ბათუმში ჩამონგრეული კორპუსი სრულ დემოტაჟს ექვემდებარება -უკვე ცნობლია ექსპერტიზის დასკვნაც, რომელიც ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დღეს ქალაქის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, ედნარ ნატარიძემ, გააჟღერა.

კორპუსი, რომლის ერთი სადარბაზოა ჩამოგრეული, სრულ დემოტაჟს ექვემდებარება. ექსპერტიზის დასკვნა ამ შენობასთან დაკავშირებით ჩემთვის უკვე ცნობილია. შესაბამისად, გამოიყოფა ნახევარი მილიონი ლარი სადემონტაჟო სამუშაოებისთვის და საკრებულოს სხდომაზე ეს საკითხი გამოვიტანეთ, პრაქტიკულად დემონტაჟი მალევე დაიწყება"- განაცხადა ედნარ ნატარიძემ.

Რაც შეეხება დაზიანებული შენობის მომიჯნავე კორპუსებს, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლელა სურმანიძის, განცხადებით, პირველადი დათვალიერებით ეს კორპუსები მდგრადია. კლდიაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელს საფრთხე არ ემუქრება, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მომიჯნავე კორპუსიც მდგრადია, თუმცა მას დამატებით ექსპერტიზას ჩაუტარებენ.

დანგრეული კორპუსიდან 55 ოჯახია გასახლებული. მათთვის განიხილება მერიის საბინაო ფონდიდან ბინებისა და ასევე ფულადი კომპენსაციის გადაცემა. კორპუსის მცხოვრებლებთან მერიის წარმომადგენლები შეხვედრას დღეს გამართავენ.

მსგავსი სიახლეები