აქტივისტი ნენე გაბლაია 5 000 ლარით დააჯარიმეს

08.09.25 14:58
აქტივისტი ნენე გაბლაია 5 000 ლარით დააჯარიმეს

აქტივისტი ნენე გაბლაია, რომელიც 2 სექტემბერს რუსთაველზე დააკავეს, 5 000 ლარით დააჯარიმეს. 

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ გამოაცხადა.

ცნობისთვის, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, 23 პირი დააკავეს. მათი სასამართლო პროცესები სხვადასხვა დღეს არის დანიშნული.