საპატრულოში ვარ, ჯამში 49 ჯარიმა, 245,000 ლარი... ხოდა, მე გეტყვით, დღეს რას ვშვები- გოტა ჭანტურია

08.09.25 15:08
საპატრულოში ვარ, ჯამში 49 ჯარიმა, 245,000 ლარი... ხოდა, მე გეტყვით, დღეს რას ვშვები- გოტა ჭანტურია

სამოქალაქო აქტივისტი, გოტა ჭანტურია სოციალურ ქსელში საკუთარი ჯარიმების და გადასახდელი თანხის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ჯამში 49 ჯარიმა დაუგროვდა და 245 ათასი ლარი აქვს გადასახდელი.

ამის მიუხედავად ის ბრძოლას აგრძელებს და აქციას აანონენსებს.

ჭანტურია დარწმუნებულია, რომ ბრძოლა შედეგს გამოიღებს და ის აუცილებლად გაიმარჯვებს.

"საპატრულოში ვარ, ისევ ჯარიმების ამბავზე. ჯამში 49 ჯარიმა, 245,000 ლარი. კონსულტანტი პოლიციელი დიდი თანაგრძნობით მეკითხება, რა უნდა ქნაო.

ხოდა, მე გეტყვით დღეს რას ვშვები: აქედან ნინო დათაშვილის სასამართლოზე მივდიოდი, რომელიც გადადებულა. შემდეგ, ჯერ ერთი შეხვედრა წინააღმდეგობის საკითხზე, მერე — მეორე.

7 საათზე საზმაუსთან ვიკრიბებით. 8-ზე - კალაძის საარჩევნო შტაბთან. ბოლოს - მარში რუსთაველზე.

ასე და ამაზე დატვირთული არის ყოველდღე. ყ ო ვ ე ლ დ ღ ე!

დღეში 16-17-18 საათი. ბავშვების და ოჯახის ამბავს აღარ დავწერ.

ამას იმიტომ ვწერ, რომ როცა ცვლილებები გვინდა, სხვანაირად არ გამოდის. სხვანაირად ისინი იმარჯვებენ.

თან, რეალურად ჩვენ ორი ამოცანა გვაქვს, რაც კიდევ უფრო ართულებს საქმეს:

პირველ რიგში, რეჟიმია დასამარცხებელი. თანაც ისე, მომავალში მსგავს ნაგავში რომ არ ამოვყოთ თავი.

ამიტომ, ვისაც ეს რეალობა გესმით და საფრთხეებს იაზრებთ, მეტ აქტიურობას გთხოვდით.

საბოლოოდ, დარწმუნებული ვარ რომ გავიმარჯვებთ!" — წერს გოტა ჭანტურია.