რიჟვაძის საქმე - ადვოკატის თქმით ვიდეოკადრები ბუნდოვანია და მათზე იარაღი არ აღიქმება
თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გავრცელებული ვიდეოკადრები უხარისხოა და მათზე იარაღი არ იკვეთება, - ამის შესახებ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნის, ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა ისაუბრა.
- აღსანიშნავია, რომ მანამდე ყველა ოფიციალური წყარო ერთხმად ამტკიცებდა, რომ საგარეჯოში, რიჟვაძის სახლთან დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა, როგორ გავიდა აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ფანჩატურისკენ და როგორ აიღო ახვლედიანის მიტოვებული იარაღი.
ლალი აფციაური დღეს "პირველების" კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ ვიდეოჩააწერის გასაჯაროება ნებისმიერ დროს შეუძლია, თუმცა ჯერ ამას საჭიროდ არ თვლის.
ნებისმიერ დროს შემიძლია მისი [კადრების] გასაჯაროება, უბრალოდ, ამ ეტაპზე არ ვთვლი საჭიროდ. კადრებზე იგივეა, რასაც ვსაუბრობდით.
[იარაღის] აღების კადრები არცერთ მომენტში არ ჩანს. უბრალოდ, რომ გამოდის ოთახიდან, თავისი საძინებელი ოთახიდან, შედის საძინებელში, იქ, სადაც ინახებოდა ახვლედიანის [იარაღი].
...ეს არის ჩვეულებრივი ოთახი, გვერდით არის, იქვე და ცალკე კარი შედის. ამიტომ ჩანს, მისი შესვლა, გამოსვლა იმ ოთახიდან, მერე დაბრუნება.
ბუნდოვანი კადრებია, ეზოს კადრებია. წუთი წუთზე ემთხვევა, რასაც ბატონი ახვლედიანი ბრძანებს, რომ და რომ მარტო არიან და იქ სხვა არავინ არ არის. ამ კადრებს თქვენც ნახავთ ალბათ, ამის დროც დადგება"- ამბობს ინტერესების დამცველი.
ჟურნალისტის კითხვაზე, ჩანს თუ არა კადრში, რომ რიჟვაძეს ხელში იარაღი უჭირავს, ადვოკატი უარით პასუხობს.
არა. ეს ეზოს კადრებია და ბუნდოვანი კადრებია. წუთი წუთზე ემთხვევა, რასაც ახვლედიანი ბრძანებს, რომ დაურეკა, გამოვიდა, შევიდა და რომ მარტო არიან და იქ სხვა არავინაა, - ამბობს უფლებადამცველი.
რატომ არ ასაჯაროებენ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს, რომელიც, დაცვის მხარის მტკიცებით, მათ სასარგებლოდ მთავარი მტკიცებულებაა, ჯერჯერობით უცნობია.
დღეს სასამართლოში ალექსი ახვლედიანის პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა სხდომა გადაიდო. ადვოკატმა პროცესზე ახვლედიანის ჯანმრთელობის შესახებ ცნობა მიიტანა და თქვა, რომ ის შეუძლოდაა და პროცესზე ვერ მივიდოდა. აღნიშნული მოსამართლემ დააკმაყოფილა.
შემდეგ პროცესი 18 სექტემბერს ჩაინიშნა.
ალექსი ახვლედიანს გამოძიება ცეცხლასასროლი იარაღის დაუდევრად სენახვას ედავება.