წვიმა, ელჭექი და სეტყვა- როგორი ამინდი იქნება საქართველოში 14 სექტემბრამდე

08.09.25 16:44
წვიმა, ელჭექი და სეტყვა- როგორი ამინდი იქნება საქართველოში 14 სექტემბრამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში, 9 სექტემბერიდან 14 სექტემბრამდე ნალექიანი ამინდები შენარჩუნდება.

მათი ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

9 სექტემბერიდან 14 სექტემბრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.   
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო), - წერია ინფორმაციაში.