"პირბადეების საქმე" - ISFED-ის ხელმძღვანელი, ლევან ნატროშვილი სასამართლოში იკითხება

08.09.25 17:35
"პირბადეების საქმე" - ISFED-ის ხელმძღვანელი, ლევან ნატროშვილი სასამართლოში იკითხება

უკვე ორი საათია, რაც არასამთავრობო ორგანიზაციის „ISFED“-ის ხელმძღვანელი ლევან ნატროშვილი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე იკითხება.

ნატროშვილი სასამართლოს „პირბადეების საქმეზე“ ჩვენებას აძლევს. ის „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში უკვე მეორე პირია, რომლის გამოკითხვაც პროკურატურამ მოითხოვა.

პროკურატურას განსაკუთრებით აინტერესებს, რა კავშირი ჰქონდა ნატროშვილს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან და რა თანხები დაიხარჯა ISFED-ის მიერ. გამოძიების კითხვები ეხება იმასაც, შეიძინა თუ არა ორგანიზაციამ აქციებისთვის პირბადეები, სათვალეები და აირწინაღები, და რა თანხა იქნა ამ მიზნით გამოყენებული.

ISFED-ს უკვე 29-ში ანუ აქციების დაწყებიდან მეორე დღეს შეძენილი აქვს სახის დამცავი საშუალებები და ასევე რესპირატორების კონპლექტი. დანაშაული არ არის, მაგრამ როდესაც პოზიციონირება არის, რომ ისინი არიან მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, წინასწარ რა საჭიროა სახის დამცავი ნიღბების ან თუნდაც რესპირატორების შეძენა, თუ თქვენ განწყობილი ხართ მხოლოდ იმისთვის, რომ გააპროტესტოთ მშვიდობიანად.

საქმეში არის უამრავი მასალა, მათ შორის, ის ძალადობრივი კადრები, ამოღებულია მტკიცებულებები, - ამბობს პროკურორი. 

ცნობისთვის, 27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობით ყადაღა დაადო რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“, საბანკო ანგარიშებს.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საბოტაჟის მცდელობისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე. მოგვიანებით უწყებამ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა.