აქტივისტს, რომელიც სასამართლოში ბარგით მივიდა, 5 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
სამოქალაქო აქტივისტს, ლაშა დგებუაძეს, რომელიც სასამართლოში ბარგით მივიდა, 5 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ გამოაცხადა.
ცნობისთვის, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, 23 პირი დააკავეს.
მათი სასამართლო პროცესები სხვადასხვა დღეს არის დანიშნული.
ფოტო: IPN