ეკონომია თუ წმენდა? - რა თქვა კობახიძემ და როგორ უპასუხეს გათავისუფლებულებმა

08.09.25 18:45
ეკონომია თუ წმენდა? - რა თქვა კობახიძემ და როგორ უპასუხეს გათავისუფლებულებმა

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ საპროტესტო აქციების შემდეგ ასეულობით კვალიფიციური თანამშრომლის გათავისუფლებით ბიუჯეტმა მრავალი მილიონი დაზოგა. 

ის, რასაც კობახიძე ოპტიმიზაციას არქმევს, გათავისუფლებული საჯარო მოხელეებისთვის პოლიტიკური რეპრესიებია. 

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელის, ლელა გულედანის განცხადებით, "ეს ოპტიმიზაცია არ არის, ეს არის თავდაცვის დაზიანება". 

აქ გათვალისწინებული უნდა იქნეს რა კატეგორიის ადამიანები იქნენ გაშვებულები, რა თანხა იყო დახარჯული მათ განათლებაზე, რა ღირებულებას აძლევდნენ ორგანიზაციას. 12 წელიწადი ჩემი ხელით ვაწყობდი ამ ბიუჯეტს, ხარჯვაშიც ვიყავი ჩართული, აღრიცხვაშიც, ყველა კომპონენტში ვიყავი, ხელშეკრულების მართვაშიც. ეს ოპტიმიზაცია არ არის, ეს არის თავდაცვის დაზიანება," - განაცხადა ლელა გულედანმა. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, მარიკა ვაჭარაძე ამბობს, რომ განცხადება, რომელიც დღეს გაკეთდა ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. 

ძალიან ბევრ კითხვას აჩენს ის განცხადება რაც დღეს გაკეთდა, რომ 2 მილიონის ხარჯზე რეგიონებში შეწყდა, ფაქტობრივად, ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობაზე და ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ იმ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელიც დღეს ვრცელდება ევროკავშირთან მიმართებით, ფაქტობრივად NATO-ზე დღეს არავინ არ საუბრობს," - ამბობს მარიკა ვაჭარაძე.