"სამართლიანი არჩევნების" დირექტორი, ლევან ნატროშვილი მაგისტრი მოსამართლის წინაშე იკითხება

08.09.25 18:55
"სამართლიანი არჩევნების" დირექტორი, ლევან ნატროშვილი მაგისტრი მოსამართლის წინაშე იკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში "პირბადეების საქმეზე" "სამართლიანი არჩევნების" დირექტორი, ლევან ნატროშვილი მაგისტრი მოსამართლის წინაშე იკითხება. 

გამოკითხვის დაწყებამდე საქმის პროკურორმა, ლაშა კოტრიკაძემ განაცხადა, რომ თუ არასამთავრობო ორგანიზაციები მშვიდობიან პროტესტს გეგმავდნენ - "წინასწარ რა საჭირო იყო სახის დამცავი ნიღბების ან თუნდაც რესპირატორების შეძენა". 

წინასწარ რა საჭიროა სახის დამცავი ნიღბების ან თუნდაც რესპირატორების შეძენა, თუ თქვენ განწყობილი ხართ იმისთვის, რომ მხოლოდ მშვიდობიანად გააპროტესტოთ. 

ისინი ხსნიან, რომ ეს არის თავდაცვის საშუალებები. ჩვენ გვაინტერესებს, რისგან იცავდნენ თავს. 

დავუშვათ, თუ რამე ექსცესი იქნება, თუ პოლიცია ამბობს, რომ დაიშალეთ, ისინი უნდა დაიშალონ და მაშინ ბუნებრივად ისმის კითხვა, რა საჭიროა ეს დამცავი სათვალეები და რესპირატორების კომპლექტები, თუ არა პოლიციასთან ჭიდაობა, წინააღმდეგობის გაწევა და ა.შ. 

ISFED არ მალავს აქციებში მონაწილეობას. მათ ხმის გამაძლიერებელიც აქვთ შეძენილი, რაც მიუთითებს, რომ აქციების მონაწილეებიც იყვნენ და მხოლოდ დაკვირვებით არ შემოიფარგლებოდნენ," - ამბობს ლაშა კოტრიკაძე.