ყოფილი პოლიციელი, ირაკლი მუხადგვერდელი ბრალს აღიარებს და საპროცესო შეთანხმების მოლოდინშია
ყოფილი პოლიციელი, ირაკლი მუხადგვერდელი ბრალს აღიარებს და საპროცესო შეთანხმების მოლოდინშია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "პუბლიკა" ავრცელებს.
ყოფილ პოლიციელს გამოძიება 24 მაისს, თბილისში, მანქანით გადაადგილების დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან საპირისპირო ზოლის მიმართულებით რამდენჯერმე გასროლას ედავება.
მისთვის წარდგენილი მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დღევანდელ პროცესზე აღინიშნა, რომ მას საპროცესოს გაფორმება არასაპატიმრო სასჯელზე სურს.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, ის 25 მაისს დააკავეს და თავდაპირველად მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, თუმცა უწყების ცნობითვე, 1 თვეში - 30 ივნისს მან საპატიმრო გირაოს სანაცვლოდ დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი მუხადგვერდელი სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია.