დაპირისპირება რესტორან "ქვევრში" - ბერას მეგობარი ბიზნესმენი ამ დრომდე ხელშეუხებელია
ტვინის შერყევა და დაზიანებები სახის არეში - შალვა ტიბუასთვის დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მიუნიჭებიათ. რესტორან "ქვევრის" მფლობელს ფიზიკურად ბერა ივანიშვილის ძმაკაცი ლაშა ბასლანძე გაუსწორდა, "ოცნების" მხარდამჭერი პოლიციამ გამოკითხა, თუმცა ის ამ დრომდე თავისუფლებაზე რჩება.
ლაშა ბასლაძეს, რომელსაც რესტორანი "ქვევრი" ჰქონდა ნაქირავები, მფლობელის ადვოკატის ინფორმაციით, იჯარის ხელშეკრულება თანხის გადაუხდელობის გამო გაუწყვიტეს. ის ახლა კანონიერ მეპატრონეს საკუთარი ბიზნესის კეთების საშუალებას არ აძლევს. რატომ არ აღასრულებს კანონს შინაგანს საქმეთა სამინსიტრო? - კახი კალაძე, რომელიც თავდამსხმელის ახლო მეგობარია ამბობს, რომ არ უნახავს თავდასხმის კადრები, რომელმაც სოციალური ქსელები მოიცვა.
"პირველების" ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამით, ლაშა ბასლანძის წარმომადგენლებმა რესტორნის სალაროდან დიდი ოდენობის ფული გაიტანეს. ამ ინფორმაციას კატეგორიულად გამორიცხავს ბასლაძის ადვოკატი ირმა ჭკადუა, რომელიც დასაცავ პირთან ერთად საგანგებო განცხადებისთვის ემზადება.
გელა გელაძის უწყების თანამშრომლები ცდილობდნენ მთავარი მტკიცებულება გაექროთ, გამომძიებლებმა რესტორნის შიდა სივრციდან კამერების ჩანაწერებიც კი არ ამოიღეს, თავდასხმის კადრები საქმეს დაცვის მხარემ დაურთო, "პირველების" მიერ მოპოვებულ კადრებში კარგად ჩანს, როგორ ურტყამს ბასლანძე ტიბუას რესტორნის შიდა სივრცეში, ასევე ჩანს რომ ის შეიარაღებულია.