თავისუფლების მოედანზე გზა გადაიკეტა

14.10.21 15:09
თავისუფლების მოედანზე გზა გადაიკეტა

თავისუფლების მოედანზე, სადაც 18 საათზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია უნდა გაიმართოს,  საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. ადგილზე ამ წუთებში მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. 

თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებულია სცენა. სწორედ ამ სცენიდან მიმართავენ პარტიის ლიდერები აქციაზე შეკრებილებს. ასევე დამონტაჟდება მონიტორი.

ადგილზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და მხარდამჭერები.

აქციაში მონაწილეობის მისაღებად ავტოკოლონები რეგიონებიდან მოემართება.

 

მსგავსი სიახლეები