რუსთავის მე-17-ე დაწესებულებაში ხანძარია

14.10.21 15:21
რუსთავის მე-17-ე დაწესებულებაში ხანძარია

რუსთავში, N17-ე პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ციხეში ცეცხლი სასადილოს უკიდია. 

ადგილზე უკვე მივიდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. აღნიშნული დაწესებულება ემიჯნება N12-ე დაწესებულებას,  რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება.

რუსთავის მე-17-ე დაწესებულებასთან ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნება.  ამ ეტაპზე უცნობია, საჭირო გახდება თუ არა პატიმრების ევაკუაცია.

მსგავსი სიახლეები