მას შემდეგ რაც მე-17 ციხეში შუქი აღდგება, პატიმრებს მიეცემათ დარეკვის შესაძლებლობა - პენიტენციური

14.10.21 19:01
მას შემდეგ რაც მე-17 ციხეში შუქი აღდგება, პატიმრებს მიეცემათ დარეკვის შესაძლებლობა - პენიტენციური

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით,  რუსთავის მე-17 -ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხანძარი ლოკალიზებულია, პატიმრებს კი ახლობლებთან დარეკვის საშუალება შუქის მოსვლის შემდეგ მიეცემათ. 

ხანძრის  შედეგად დაწესებულებას ელექტროენერგიის მიწოდება ამ ეტაპზე შეწყვეტილი აქვს. როგორც კი დაწესებულებაში ელექტროენერგია აღდგება, ყველა მსჯავრდებულს  ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა მიეცემა - აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

სასჯელაღსრულების სამსახურის ინფორმაციით, N17-ე  დაწესებულება საკმაოდ მოშორებით მდებარეობს რუსთავში მდებარე სხვა პენიტენციური  (N 5, N 6,  N 12, N 16)  დაწესებულებებისგან და შესაბამისად ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ხანძარი სასჯელაღსრულების მე-17-ე დაწესებულებაში დღეს სასადილოს შენობას გაუჩნდა. 

 

მსგავსი სიახლეები