პატიმარი, რომელიც ციხეში ხანძარს ემსხვერპლა, სხვის გადარჩენას ცდილობდა - ადვოკატი

15.10.21 11:06
პატიმარი, რომელიც ციხეში ხანძარს ემსხვერპლა, სხვის  გადარჩენას ცდილობდა - ადვოკატი

რუსთავის მე-17 დაწესებულებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ადვოკატის ინფორმაციით, ერთ-ერთი პატიმარი, რომელიც ხანძრის შედეგად დაიღუპა, მეორე პატიმრის გადარჩენას ცდილობდა და დაკვამლიანებულ სასადილოში შევარდა. ხანძარი სავარაუდოდ, ციხის სასადილოში გაჩნდა. 

ერთ-ერთი პატიმარი შევარდა შიგნით მეორე პატიმრის, თავისი მეგობრის გადარჩენის მიზნით და სამწუხაროდ, იქიდან ვეღარ გამოვიდნენ ძლიერი კვამლის გამო", - ამბობს ადვოკატი, ჯაბა კოჭლამაზაშვილი "პირველებთან".  

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტრო პატიმრების გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მალავდა. ცოტა ხნის წინ უწყებამ ხანძრის შედეგად  2 პატიმრის გარდაცვალების შესახებ ინფრომაცია დაადასტურა. 

სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში ხანძარი გუშინ სასადილოში  გაჩნდა. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანა მუშაობდა.