ჩაკეტეს პატიმრები და შედეგად გაიგუდნენ - ადვოკატი ციხეში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე
ადვოკატ ალქესანდრე კობაიძის მტკიცებით, რუსთავის მე-17 დაწესებულებაში ხანძრის გაჩენის დროს ციხის ადმინისტრაციამ ევაკუაციის ნაცვლად, პატიმრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. კობაიძის თქმით, ორმა პატიმარმა აალებული სასადილოდან გამოსვლა ვერ შეძლო. ადვოკატი ციხეში ბუნტს გამორიცხავს და ამბობს, რომ ხანძარი სასადილოში გაზქურის აალებას მოჰყვა.
გუშინ მთელი დღე ვეხვეწე ციხის ადმინისტრაციას და პენიტენციურ სამსახურს მთლიანად, რომ როგორმე მოეხდინა პატიმრების ევაკუაცია ხანძრის დროს, რაც სამწუხაროდ არ გააკეთა არც იუსტრიციის მინისტრმა, არც ციხის დირექტორმა. ჩაკეტეს პატიმრები და ჩაკეტვის შედეგად გაიგუდნენ. ბუნტს არ ჰქონია ადგილი, იყო უბედური შემთხვევა - სასადილოში გაზქურას გაუჩნდა ხანძარი და უცებ აალდა.
სისხლის სამართლის დანაშაულებრივი ქმედებაა ჩადენილი და ამაზე პასუხისმგებლობა ასაღები აქვს ბატონ მინისტრს", - ამბობს ალექსანდრე კობაიძე.