"დროშების რევოლუცია" - რა არის ლევან ხაბეიშვილის მთავარი გზავნილი ციხიდან

15.09.25 20:59
"დროშების რევოლუცია" - რა არის ლევან ხაბეიშვილის მთავარი გზავნილი ციხიდან

დროშების რევოლუცია ახლოვდება - ეს არის ლევან ხაბეიშვილის მთავარი სათქმელი ციხიდან. 208-ე საკნიდან "პირველებისთვის" გამოგზავნილ წერილში, პოლიტიკური პატიმარი წერს, რომ ივანიშვილი მშვიდობიანმა რევოლუციის დაანონსებამ გატეხა. 

რევოლუცია, დამხობა "ოცნებას", ამ შინაარსის საპროტესტო წარწერები გამოჩნდა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. ხალხი, ვინც 4 ოქტომბერისთვის ემზადება ამბობს, რომ "ოცნების" შეცვლა ხალხის დაკვეთაა და ივანიშვილმა ეს ყველაზე კარგად იცის.

ლევან ხაბეიშვილის დაკავება ბიძინა ივანიშვილმა დამხობის შიშის გამო რომ გადაწყვიტა, დარწმუნებულები არიან ოპოზიციაში. მურთაზ ზოდელავა ამბობს, რომ ივანიშვილმა მარცხი დაიჯერა და ნერვებმაც უმტყუნა.

რეპრესიებისა და დაშინების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეები ოლიგარქის ხელისუფლებას მშვიდობიან დამხობას უანონსებენ. რუსთავის ციხეში გამოკეტილი გიორგი ვაშაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში "პირველებს" გვწერს, რომ ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს პარტიებს და ერთიანობაა ივანიშვილის დამარცხების მთავრი ფორმულა. 

ოთხი ოქტომბერის დიდი სახალხო შეკრებისთვის დიდი სამზადისი დაწყებულია. ხაბეიშვილის დაკავებით სუს-მა მშვიდობიანი რევოლუციის გეგმა ვერ ჩაშალა. გადამწყვეტ აქციამდე 20 დღე დარჩა. ამ 20 დღის განმავლობაში წინააღმდეგობის მოძრაობის წევრების ყველა ქალაქსა და ყველა სოფლელში ჩავლენ.

ლევან ხაბეიშვილის წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება, დღეს, ადვოკატებმა სააპელაციოში გაასაჩივრეს. ახლა 72 საათი აქვს მეორე ინსტანციას გადაწყვეტილების მისაღებად. 

დეტალები ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები