"თავად პატიმრებმა ჩაამსხვრიეს მინები და ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას" - რუსთავის ციხეში ევაკუაცია დაგვიანდა
ცეცხლმოკიდებული ციხიდან პატიმრები შველას ითხოვდნენ, თუმცა მათი ევაკუაცია არ მოხდა. "პირველების" ინფორმაციით, ცეცხლმოკიდებულ სასადილოში პატიმრების გადასარჩენად არავინ შესულა, მათ მინები თავად ჩაამსხვირეს, თუმცა ევაკუაცია არ მომხდარა. ადვოკატის ინფორმაციით, მსჯავრდებულები საკუთარი ძალებით ცდილობდნენ ალმოდებული სასადილოდან თავის დაღწევას და სხვა პატიმრების გადარჩენას.
როდესაც დაინახეს კვამლი პატიმრებმა, თავად მსჯავრდებულები ეხმარებოდნენ იქ მყოფ პატიმრებს, რომლებიც სასადილოში არიან დასაქმებულები. როგორც ისინი მეუბნებიან, დროულად ვერ მოხდა რეაგირება, პატიმრები თავიანთი ძალებით ცდილობდნენ ცეცხლის ლოკალიზებას. ადგილზე მოვიდა დაგვიანებით სახანძრო-სამაშველო დახმარება. თავად პატიმრებმა ჩაამსხვრიეს მინები, რომ როგორმე ამოეყვანათ ის პატიმრები, რომლებიც იყვნენ გაჭედილები და ვერ ახერხებდნენ სასადილოდან თავის დაღწევას", - ამბობს ადვოკატი.
იუსტიციის სამინისტრომ პატიმრების სიკვდილის ამბავი ჯერ დამალა, შემდეგ დაადასტურა, რომ რუსთავის მე-17 ციხეში ხანძრის შედეგად 2 პატიმარი გარდაიცვალა.