სააკაშვილმა განაცხადა თანხმობა მულტიფუნქციური ექიმების ჯგუფის მუშაობაზე - სახალხო დამცველი

15.10.21 15:25
სააკაშვილმა განაცხადა თანხმობა მულტიფუნქციური ექიმების ჯგუფის მუშაობაზე - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა მულტიფუნქციური ექიმებზე  თანხმობა განაცხადა. ლომჯარიას თქმით, პროცედურული საკითხების გავლის შემდეგ ექიმები სააკაშვილის  მონახულებას შეძლებენ. პატიმართან შეხვედრის საშუალება ასევე მიეცემა სააკაშვილის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს. 

ცოტა ხნის წინ მქონდა პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობასთან სააკაშვილის პირადი ექიმის თაობაზე საუბარი. მათი ინფორმაციით, პირადი ექიმის მხრიდან განცხადება იყო არასწორად დაწერილი, მე ვთხოვე მათ, რომ დაუკავშირდნენ და აუხსნან, რა პროცედურებია დასაცველი. 

ვიცი, რომ გუშინ სააკაშვილმა განაცხადა თანხმობა მულტიფუნქციური ექიმების ჯგუფის მუშაობაზე, ელოდებიან ოფიციალურ მიმართვას და განცხადებას. 

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ექიმის მხრიდან მოთხოვნილია ერთთვიანი ულიმიტო შესვლა, რასაც კანონი არ ითვალისწინებს, რადგან თვითოეულ შესვლაზე უნდა დაიწეროს განცხადება - აცხადებს ნინო ლომჯარია.