მისი ფერი არ მომეწონა, იქნებ, მკურნალი ექიმი შევიდეს - მეუფე მელქისედეკი სააკაშვილზე (ვიდეო)

15.10.21 18:25
მისი ფერი არ მომეწონა, იქნებ, მკურნალი ექიმი შევიდეს - მეუფე მელქისედეკი სააკაშვილზე (ვიდეო)

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში მოინახულა. მეუფე მელქისედეკის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ცუდი ფერი ჰქონდა, რაც შიმშილობის ზეგავლენაა. მაღალი იერარქიის სასულიერო პირი მოუწოდებს ყველას, ვისაც ეს შეუძლია, დაეხმაროს სააკაშვილის პირად ექიმს საპყრობილეში შესვლაში.

ძალიან კარგი იქნება, თუ მისი მკურნალი ექიმი შევა, ამის შესახებ ყველას მინდა ვთხოვო, ვისაც ეს ხელეწიფება. სააკაშვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რომ ვკითხე, არ მიპასუხა. ხომ არ არის დრო, რომ შიმშილობის თემაში კორექტივები შეიტანოს კვებასთან დაკავშირებით, მან უარი განაცხადა და ის აგრძელებს შიმშილობას. მისი ფერი არ მომწონს, ეს გასაგებიცაა, ამდენი ხანი შიმშილობს. 

კიდევ ერთხელ მივმართავ ყველას, იქნებ, მისი მკურნალი ექიმი შევიდეს. - განუცხადა მედიას მეუფე მელქისედეკმა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა.