სრულად ვარ ჯანმრთელი. ასე ვიყავი გუშინაც და ამიტომ გადავწყვიტე აქციაზე მისვლა - გიგი უგულავა

15.10.21 18:12
სრულად ვარ ჯანმრთელი. ასე ვიყავი გუშინაც და ამიტომ გადავწყვიტე აქციაზე მისვლა - გიგი უგულავა

გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატი თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე მისი მონაწილეობის გამო საზოგადოების ინეტერესს ეხმიანება. გიგი უგულავა აცხადებს, რომ არის სრულად ჯანმრთელი, ამიტომაც მიიღო აქციაზე გამოსვლის გადაწყვეტილება.

მეგობრებო, გუშინდელი დღის მერე განსაკუთრებულად გაიზარდა ინტერესი ჩემი ჯანმრთელობის მიმართ. მე სრულად ვარ ჯანმრთელი. ასე ვიყავი გუშინაც და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქციაზე მისვლა. ცხადია მე არასდროს არც ჩემს და მითუმეტეს არც სხვის ჯანმრთელობას საფრთხეში არ ჩავაგდებ. ამას მათთვის ვამბობ, ვინც მართლა შეწუხდა და განიცადა
წყალწაღებულ ხელისუფლებასთან, მათ პროპაგანდონებთან, რომლებსაც მხოლოდ "გამოჭერა" აინტერესებთ, ხალხის ჯანმრთელობა კი ფეხზე ჰკიდიათ, არაფერი მაქვს სათქმელი
და ბოლოს აიცერით, ხალხნო. ნუ იქნებით მთავრობის იმედად. აიცერით რომ კარგად იყოთ თქვენც და თქვენი ახლობლებიც. გისურვებთ ჯანმრთელობას
- წერს უგულავა სოციალურ ქსელში.