გიორგი თაბაგარი და მასთან ერთად დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს

16.10.21 10:18
გიორგი თაბაგარი და მასთან ერთად დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს

"თბილისი პრაიდის" დამფუძნებელი, გიორგი თაბაგარი და მასთან დაკავებული რამდენიმე აქტივისტის გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ "თბილისი პრაიდი" ავრცელებს. 

შეგვატყობინეს, რომ გიორგი თაბაგარი და დანარჩენი დაკავებულები გაათავისუფლეს. აღშფოთებულები ვართ პოლიციის მსგავსი მოქმედებებით. აქამდე თუ პოლიცია თვალს ხუჭავდა ლგბტქ ადამიანების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, ახლა იგი თავად გადავიდა ამ ჯგუფის წევრების აქტიურ დევნაზე. კერძოდ, დღეს ეს გეი ბართან რეიდის ფორმით მოხდა. თუმცა დღევანდელი მოვლენები უფრო ფართო პროცესის ნაწილია, რომლის მიზანია ლგბტქ აქტივისტების და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების რეპრესია, - წერს თბილისი პრაიდი.

გიორგი თაბაგარი და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი პოლიციამ გუშინ დააკავა. ამის შესახებ სოციალურ ქსელშ ანა სუბელიანმა დაწერა. მისი ინფრომაციით, საქმე სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ეხებოდა.