ჭიდაობის ფედერაციამ პრემიერი და ჯილდოები გაუმჭვირვალედ და დაუსაბუთებლად გასცა - ფლანგვის დეტექტორი

16.10.21 10:32
ჭიდაობის ფედერაციამ  პრემიერი და ჯილდოები გაუმჭვირვალედ  და დაუსაბუთებლად გასცა - ფლანგვის დეტექტორი

2017-19 წლებში ჭიდაობის ფედერაციამ  პრემიერი და ჯილდოები გაუმჭვირვალედ  და დაისაბუთებლად გაანაწილა. ინფორმაციას ამის შესახევ ფლანგვის დეტექტრორი ავრცელებს. 

2017-19 წლებში ჭიდაობის ფედერაცია სახელმწიფოსგან დაახლოებით 20.5 მილიონი ლარით დაფინანსდა, თუმცა აუდიტის სამსახურის ცნობით, პრემიები და ფულადი ჯილდოები გაუმჭვირვალედ და დაუსაბუთებლად განაწილდა.
 მაგალითად, 2017 წელს ჭიდაობის ფედერაციამ 33,717 ლარის ოდენობის პრემია ამ პოზიციაზე 4 თვით ადრე დანიშნულ ადმინისტრაციის უფროსს მისცა, ხოლო 2018 წელს გენმდივანმა 18,750 ლარის პრემია ფედერაციაში მისვლიდან 2 თვეში მიიღო. 
 ჭიდაობის ფედერაციაში არსებულ კორუფციაზე სერბეთის სახელით მოასპარეზე მსოფლიო ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი საუბრობდა, რომელსაც ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა,
- წერს "ფლანგვის დეტექტორი".

მსგავსი სიახლეები