ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

16.10.21 11:03
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე კორპუსი, სადაც ტრაგედია დატრიალდა, კვლავ ნგრევის საფრთხის წინაშეა. ირკვევა, რომ 4 სადარბაზოიანია საცხოვრებელი კორპუსის საყრდენი კედელი დაზიანებულია.  წინასწარი დასვნა გუშინ სამხარაულის ექსპერტიზამ დადო.

კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია გვიან ღამით განხორციელდა. დღეს დილიდან ადგილზე მოსახლეობაა მისული. ისინი სამაშველო სამსახურს ელოდებიან, რათა ბინებიდან საკუთარი ნივთების გამოტანა შეძლონ.

გვთხოვეს, რომ ოთიხვე სადარბაზო დაცლილიყო სასწრაფო წესით, რადგან საღამოს უკვე გაითიშებოდა ყველა კომუნიკაია სახლში. მიზეზი, განგვიცხადეს, რომ იყო ექსპერტიზის წინასწარი დასკვნა. პირველ სადარბაზოში არსებული კომერციული ფართი მშენებლობის დროს განხორციელდა არასწორი სამუშაოები და იქდან გამომდინარე, რომ დაეზღვიათ თავი და მოსახლეობა ყოფილიყო უსაფრთხოდ გადაწყვიტეს, რომ სრულად დაეცალათ დარჩენილი ოთხივე სადარბაზო. აღნიშნული ფართის ნებართვაზე ამხანაგობის თავმდჯომარეს და დამოსახლეობის უდიდეს ნაწილს თანხმობა მიცემული არ აქვს. მერიამ ვიღაც ერთ-ერთი მოსახლის ხელმოწერის საფუძველზე გასცა აღნიშნული ოქმი, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.