ხანძარი პენიტენციურ დაწესებულებაში - იურისტები ციხის ადმინისტრაციის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ

16.10.21 11:36
ხანძარი პენიტენციურ დაწესებულებაში - იურისტები ციხის ადმინისტრაციის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ

ხანძარი ციხეში - იურისტები ციხის ადმინისტრაციის და იუსტიციის სამინისტროს პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. მათი განმარტებით, პენიტენციური დაწესებულება ავარიული სიტუაციებისთის მზად არ არის. უფლებადამცველები ამბობენ, რომ ციხის ადმინისტრაციამ პატიმრები ბედის ანაბარა დატოვა, რადგან მათ ევაკუირების გეგმა არ ჰქონდათ. იურისტები რუსთავის მე-17 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის წინააღმდეგ სისხლისსამართელბრივი დევნის დაწყებას ითხოვენ. 

იყო სერიოზული დაბნეულობა ჩემი ინფორმაციის თანახმად, არ იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ, დაიბნენ და რეაგირება არ იყო სწრაფი. ეს არის, რა თქმა უნდა, ციხის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა ან იუსტიციის სამინისტროსი. მათ უნდა ჰქონდეთ ძალიან კონკრეტული გეგმა, ეს მომთაბარე ორგანო არ არის, დგას ეს ციხე წლებია, პატიმრები იხდიან სასჯელს, ეს ადამიანები არ უნდა იღუპებოდნენ, - ამბობს ადვოკატი, ჯაბა კოჭლამაზაშვილი.

რუსთავის მე-17 პენიტენციური დაწესებულებაში ხანძარი ორი დღის წინ მოხდა, რასაც ორი პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა.