საპარკინგე ინფრასტრუქტურის ნაცვლად კაბალური სანქციები - ჯარიმებიდან მერიამ 130 მლნ ამოიღო

19.09.25 20:52
საპარკინგე ინფრასტრუქტურის ნაცვლად კაბალური სანქციები - ჯარიმებიდან მერიამ 130 მლნ ამოიღო

თბილისში პარკინგის პრობლემა ისევ აქტუალურია.
მოქალაქეები საცობებით სავსე ქალაქში ავტომობილების გაჩერებას ვერ ახერხებენ. პარკირებაზე მზარდი მოთხოვნის მიუხედავად, დედაქალაქში პრაქტიკულად არ არსებობს მიწისქვეშა ან მიწისზედა ავტოსადგომები.

პარლამენტის მონაცემებით, 2025 წლის ბოლოს თბილისში 28 516 საპარკინგე ადგილია, რომელთაგან ნახევარი ზონალურია, ნახევარი კი არაზონალური. წინა წლებთან შედარებით, სივრცეები თითქმის 1 100 ერთეულით არის შემცირებული.

მოქალაქეების თქმით, პრობლემა არ იხსნება არც პარკინგის უფასო საშვების ქონის შემთხვევაში. ადგილები, რომლებიც, მაგალითად, ტაქსებისთვის არის განკუთვნილი, მუდმივად შევსებულია. თვითდასაქმებულები, რომლებიც შემოსავალს ტაქსაობით იღებენ, აცხადებენ, რომ შემოსავლის 80 პროცენტი ჯარიმებში იხარჯებათ.

ჯარიმები 5-ჯერ გაიზარდა. თუ ადრე მოქალაქეები 10 ლარს იხდიდნენ, ახლა 50 ლარს იხდიან. ტრანსპორტის გადაადგილებისა და გაჩერების წესების დარღვევისთვის 2025 წელს დედაქალაქში ჯარიმების რაოდენობა 8 მილიონამდე გაიზარდა.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები