ანგარიშსწორება ქართული ენის არცოდნის გამო - არასრულწლოვნის ცემაში მარნეულის საკრებულოს მაღალჩინოსნის შვილია მხილებული

20.09.25 11:08
ანგარიშსწორება ქართული ენის არცოდნის გამო - არასრულწლოვნის ცემაში მარნეულის საკრებულოს მაღალჩინოსნის შვილია მხილებული

ფიზიკური დაპირისპირება მარნეულის ცენტრში - როგორც "პირველებს" ადგილობრივები ეუბნებიან, საკრებულოს მაღალჩინოსნის, რიჩარდ გიგანის შვილმა მაღაზიის არასრულწლოვანი კონსულტანტი სცემა. ანგარიშსწორებაში მამუკა გიგანია მხილებული. 

ადგილობრივები "პირველებს" უყვებიან, რომ დანით შეიარაღებული აგრესიული მამაკაცი პურ-ფუნთუშეულის მაღაზიაში დასაქმებულ ახალგაზრდას იმის გამო დაუპირისპირდა, რომ მან ქართული ენა არ იცოდა.

მთელი ღამე მარნეულის ცენტრი ხალხით, პოლიციით და საკრებულოს თანამშრომლებით იყო გადავსებული. ადგილზე იმყოფებოდა ადგილობრივი პოლიციის უფროსიც, რომელსაც ადგილობრივების თქმით, არანაირი რეაქცია არ ჰქონია და ამ დრომდე არ გადაუყვანია განყოფილებაში საკრებულოს მაღალჩინოსნის შვილი.

უბრალო ხალხი ერთი სილის გამო ათი წელი ციხეში ზის ნახე ეს ხელში დანა იქით აქეთ დადი არავინ არაფერს ეუბნება.  პოლიციის უფროს ხელი ჰკრა და არანაირი რეაქცია. ჩვენებს რომ გაეკეთეა ეგ წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა", - ამბობს ადგილობრივი. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "პირველებს" ცოტა ხნის წინ დაუდასტურა, რომ დაზარალებული არასწულოვანია, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში იკითხებოდა განყოფილებაში. გელაძის უწყების ინფრომაციით, სწორედ მისი ჩვენების საფუძველზე აღიძრა საქმე 126-ე მუხლით, თუმცა, როგორც "პირველებისთვის" არის ცნობილი, საკრებულოს მაღალჩინოსნის შვილი ხელბორკილები პოლიციას ამ დრომდე არ დაუდია. 

"ტვ პირველს" მარნეულში ეუბნებიან, რომ რიჩარდ გიგანის მეორე შვილმა, რომელიც პოლიციაში მუშაობს, ასევე სცემა მოქალაქე.  

 

 

მსგავსი სიახლეები