დაშინება და ფსიქოლოგიური ზეწოლა - მარნეულში ნაცემი არასრულწლოვნის დედა ამბობს, რომ ჩვენება იძულებით შეაცვლევინეს

21.09.25 20:52
დაშინება და ფსიქოლოგიური ზეწოლა - მარნეულში ნაცემი არასრულწლოვნის დედა ამბობს, რომ ჩვენება იძულებით შეაცვლევინეს

მარნეულში არასრულწლოვანის ცემის საქმესთან დაკავშირებით დაზარალებული ბავშვის დედა ამბობს, რომ პოლიციამ მუქარის ქვეშ მისი ჩვენება შეცვალა. ქალს დააწერინეს, თითქოს არანაირი პრეტენზია არ აქვს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნის შვილთან, რაც იურისტების შეფასებით ნიშნავს, რომ ხვალ ძალადობაში ბრალდებული მამუკა გიგანი შესაძლოა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდეს.

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შვილი, ბრალდების მიხედვით, 17 წლის ბიჭს ეთნიკური ნიადაგით სცემდა – მიზეზად მას ქართული ენის დაუფლება დაუწუნეს. არასრულწლოვანი მძიმე მდგომარეობაშია და ოჯახი ირწმუნება, რომ მას ისევ აშინებენ – ტელეფონით ურეკავენ და სახლში გამოკეტილს ზეწოლას განაგრძობენ.

ოპოზიციისა და უფლებადამცველების ცნობით, დაზარალებულის გაჩუმების პროცესში მარნეულის პოლიციის მთელი განყოფილებაა ჩართული.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები