გამოეცალეთ ბოროტ სისტემას, შეასრულეთ ფიცი! - ვეტერანების მიმართვა ძალოვნებს

21.09.25 20:27
გამოეცალეთ ბოროტ სისტემას, შეასრულეთ ფიცი! - ვეტერანების მიმართვა ძალოვნებს

 

 

სპეცსამსახურების და თავდაცვის სამინისტროს გადამდგარი თანამშრომლები სისტემაში დარჩენილ ძალოვანებს საგანგებო განცხადებით მიმართავენ. 

მათი განცხადებით, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ეტაპია და საჭიროა ერთიანობა, რათა ქვეყანა რუსეთის გავლენისგან და უპერსპექტივო მომავლისგან იყოს დაცული. 

მათი თქმით, „რუსული ოცნება“ ქვეყნის მეორედ გასაბჭოებას ცდილობს, და ეს ხდება სწორედ იმ ძალოვანი სტრუქტურების ხელით, რომლებიც ხშირად უსიტყვოდ ასრულებენ დანაშაულებრივ ბრძანებებს.

ვეტერანები დარჩენილ თანამშრომლებს მოუწოდებენ, „გამოეცალონ ბოროტ სისტემას, შეასრულონ ფიცი და ემსახურონ არა ხელისუფლებას, არამედ საქართველოს“.

ჩვენ, საქართველოს სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურების ემიგრაციაში მყოფი ვეტერანები საქართველოს ეროვნული გმირებისა და ჩვენი დროშის ფონზე ვერთიანდებით ერთი მიზნით: ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოს გადასარჩენად.

დღეს სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნის ჟამი დგას, რა დროსაც ჩვენი ერთობით, ბრძოლისუნარუანობითა და სიმტკიცით უნდა გადავარჩინოთ საქართველო, რათა არ გახდეს რუსეთის მონობის, უსამართლობისა და სრული უიმედობის მსხერპლი. ჩვენ დღეს ვერთიანდებით სამშობლოს, ეროვნული გმირებისა და მომავალი თაობების გამო. ეს ერთიანობა ეძღვნება 4 ოქტომბერს.

დღეს, როცა საქართველოს ისტორიის ახალი ფურცელი უნდა გადაიშალოს, ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ახალი საქართველოს დაბადება.

დადგა დრო, როცა ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს. დადგა დრო, როა ერთი და იგივე წლობით სისტემაში ჩამჯდარმა ყველა რეჟიმის და მთავრობის მონა-მორჩილმა, ყველა დანაშაულებრივი ბრძანების უსიტყვო შემსრულებელმა ერთი და იგივე სახეებმა აღარ უნდა გვამრთონ. მოვიდა დრო, ქვეყანაში მოხდეს ცვლილებები. მათ შორის, განხორციელდეს ძალოვანი სისტემების საფუძვლიანი, სტრუქტურული რეორგანიზაცია.

სისტემური დანაშაულებების თანამონაწილედ თქვენ თქვენი მოქმედებით თუ უმოქმედობით გხდიან და ეს ყველაფერი თქვენი სახელით კეთდება. ამ პერიოდში ერთ-ერთი სამარცხვინო ფურცელი იწერება საქართველოს ისტორიაში, როცა ქვეყნის მეორედ გასაბჭოებას მტელი ძალით და სრული რესურსებით ახორციელებს რუსული ოცნება.

ირწმუნეთ საკუთარი თავის. გამოეცალეთ მაგ ბოროტ სისტემას და შეატოვეთ რუსული სახელი მათ, თქვენ კი წამოდით და თან წამოიღეთ თქვენი წილი ღირსება, რაც ამდენი წელი სიამაყით ატარეთ. უბრალოდ შეასრულეთ თქვენი ფიცი - ემსახურეთ საქართველოს!

და ბოლოს დავასრულებ გიორგი კვნიკაძის სიტყვებით: "თუ თქვენ გიყვართ თქვენი სამშობლო, თქვენ იპოვით თქვენს საქციელს". დიდება გმირებს!, - განაცხადა შაიშმელაშვილმა.