„ნაკოლი“ ოცნებიდან "ძველ ბიჭებს" - აქტივისტები დააყაჩაღეს, კვალი მათივე უფროსამდე მიდის

17.10.21 02:08
 „ნაკოლი“  ოცნებიდან "ძველ ბიჭებს" -  აქტივისტები დააყაჩაღეს, კვალი მათივე უფროსამდე მიდის

"ნოდარ მელაძის შაბათის" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" აქტივისტებს არჩევნებზე აღებული ხელფასი ცივი იარაღის მუქარით წაართვეს, დაყაჩაღება კი მათმა ხელმძღვანელმა შეუკვეთა. 

"ნახალოვკის ბაღში დაგვხვდნენ დანებით, გვითხრეს, რომ ფული ციხეში უნდა შეეგზავნათ"- აცხადებს ტვ პირველთან წყარო, რომელმაც უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სახელის გამხელა არ ისურვა. 

ჩვენი წყრაროს ინფორმაციით, არჩევნების შემდეგ,  4 ოქტომბერს, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული მოძრაობის ე.წ. ჩატში ახალგაზრდები ნაძალადევის ოფისში ხელფასების ასაღებად დაიბარეს. ადამიანებმა, რომლებიც წინასაარჩევნოდ "ქართულ ოცნებას" ეხმარებოდნენ, ხელფასები ხელზე აიღეს და ოფისი გვიან ღამით დატოვეს. რის შემდეგაც რამდენიმე ბიჭს, ე.წ. შავები ნაძალადევის მეტროს მიმდებადედ დახვდნენ,  მეტროს გვერდით მდებარე სკვერში გაიყვანეს და აღებული გასამსჯელო მთლიანად წაართვეს. საუბარში კი შეიარაღებულმა პირებმა "ქართული ოცნების"  ახალგაზრდებს უთხრეს,  რომ აღებული ხელფასი  ციხეზე შესაგზავნად ე.წ. ობშიაკისთვის უნდა გადაეცათ. 

"შაბათის ეთერისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, "ოცნების" შტაბში  ხელფასის გაცემის დღე ნაძალადევის რაიონის   ახალგაზრდული მოძრაობის უფროსმა იცოდა. ის თავად იყო კავშირზე ადგილობრივ ქუჩის ბიჭებთნ, რომლებიც შტაბიდან ხელფასის აღების შემდეგ გასულ ახალგაზრდებს დაახვედრა. 

"იქიდან გამომდინარე, რაც ხდებოდა ყველას გაუჩნდა ეჭვი, რომ ესენი იყვნენ ამუკას ახლობლები და ესენი ამუკამ დაახვედრა.  მანამდე ახალგაზრდულში არავის ყავს ნანახი და არც მე მინახავს პირადად"- ყვება ტვ პირველთან ახალგაზრდა, ვისაც ფული გამოძალეს.

ჩვენი რესპონდენტი მიანიშნებს, ქართული ოცნების ახალგაზრდული შტაბის ნაძალადევის რაიონის უფროსი ამუკა წულაიაა.  ის ნაძალადევის ოფისის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელად წელს, კახა კალაძის ცოლის ძმის გიორგი არეშიძის გადაწყვეტილებით დაინიშნა. მანამდე ის პარტიული საქმიანობით იყო დაკავებული.

წულაია "შაბათის ეთერს" ტუალეტში დაემალა, შტაბში კი ჩვენს კითხვებს არ პასუხობენ.