ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დაშავებული მუშა კლინიკაში გარდაიცვალა
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ერთ-ერთ ობიექტზე სადემონტაჟო სამუშაოების შესრულებისას დაშავებული მუშა კლინიკაში გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მილი ჩამოვარდა და 65 წლის მამაკაცს, ამირან გაჩეჩილაძეს დაეცა, მან თავზე დაზიანებები მიიღო. მომხდარის შედეგად მამაკაცი დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
„საწარმოში მოკვლევას ატარებს სახელმწიფო შრომის ინსპექტორი. ორშაბათიდან კი სპეციალური კომისია დაიწყებს მუშაობას. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ 240 მუხლით მიმდინარეობს. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან, ჩვენს ინტერესშია ყველა კითხვას დროულად გაეცეს პასუხი“, - აღნიშნულია „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაში.
შემთხვევა 15 ოქტომბერს მოხდა.