ტრამპი დღეს ზელენსკის შეხვდება

23.09.25 10:15
ტრამპი დღეს ზელენსკის შეხვდება

დღეს, 23 სექტემბერს, დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება - ინფორმაცია თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა დაადასტურა.

ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში შეხვდებიან. 

უკრაინის პრეზიდენტი ნიუ-იორკში 22 სექტემბერს ჩავიდა და იმავე დღეს შეხვდა შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, კით კელოგს.

 

მსგავსი სიახლეები