"ვიდექით და ვიდგებით გამარჯვებამდე" - უწყვეტი პროტესტის მე-300-ე დღე ქვეყანაში

23.09.25 11:44
 "ვიდექით და ვიდგებით გამარჯვებამდე" - უწყვეტი პროტესტის მე-300-ე დღე ქვეყანაში

პროტესტის 300 დღე საქართველოში - დაკავებების, სისხლიანი დარბევების და რეპრესიების მიუხედავად, "ქართულმა ოცნებამ"  ქვეყანაში  პროტესტი ვერ გააჩერა. "ვიდექით და ვიდგებით გამარჯვებამდე" -ამ სლოგანით  მოქალაქეები დღეს ისევ ქუჩაში დადგებიან. შეკრება 19:00 საათზე სიმბოლურად 300 არაგველის მონუმენტან დაიწყება. მოქალაქეები ტრადიციულად მსვლელობით ქვყენის მთავარი გამზირისკენ გაემართებიან.

აქტივისტი ლევან ჯობავა ამბობს, რომ სწორედ ქართველი ხალხის სიჯიუტე და მტკიცედ დგომა შეძლებს ქვეყნის და ქართული საზოგადოების გადარჩენას. 

არ შეგუება ნებისმიერ უსამართლობასთან, გნებავთ, სიჯიუტე დაარქვით, არის ის მამოძრავებელი ძალა, რაც გადაარჩენს ნებისმიერ საზოგადოებას. 300 დღე იდეით, მოხალისეობრივად და ენთუზიაზმით, ცემის, წვიმის, ქარის, დაკავების მიუხედავად, აქ ეს ხალხი დგას. 3 დღე ტრანსპორტის მობილიზების გარეშე და ჩამოყვანის გარეშე ვერ გაქაჩავენ ამას იმ ძალის წარმომადგენლები, რომლებიც ქართველობაზე და მართლმადიდებლობაზე ლაპარაკობენ, - ამბობს 

აქტივისტები ამბობენ, რომ სწორედ მათი უწყვეტი ბრძოლის შედეგია ის, რომ "ქართულ ოცნებას" ცივილიზებული სამყარო არ აღიარებს. 

თითქმის უკვე ერთი წელი შესრულდა, რაც ქართველი ხალხი დაუღალავად ქუჩაში დგას და აპროტესტებს რუსულ რეჟიმს. ზოგადად, ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ რისთვისაც კი მიგვიღწევია და ჩვენი მიღწევა არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ არავინ მთელ მსოფლიოში არცერთი ცივილიზებული და დემოკრატიული ქვეყანა არ აღიარებს როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოს და ყველა აღიარებს როგორც რუსული რეჟიმის წარმომადგენლად და რუსული რეჟიმის ფროქსად ამ ქვეყანაში, - ამბობს აქტივისტი. 

მოქალაქეების თქმით, ნაცვლად იმისა, რომ "ოცნების" რომელიმე წარმომადგენელი ქართველ ხალხთან გამოსულიყო და ესაუბრა, მხოლოდ მომიტინგეების ლანძღვით არიან დაკავებულები. 

ძალიან ცუდად იქცევიან, ძალიან ნერვებს გვიშლიან. იმის მაგივრად, ერთი მაინც გამოსულიყო ხალხთან და რაღაცა ეთქვა, კალაძე გამოვარდება და უსაშველოდ გვლანძღავს. არ ვიცი ესენი რა რჯულისები არიან. ყველანაირი მთავრობა გავიარე, შევარდნაძის დროსაც მოვესწარი, მგონი, მჟავანაძის დროსაც და ასეთი უსაქმურები, ასეთი საზიზღრები, ასეთი თავხედები, ჩემს ცხოვრებაში არაფერი მინახავს, - ამბობს მოქალაქე.  

მსგავსი სიახლეები