ლელო-ძლიერი საქართველო: სუს-მა ჩვენი კანდიდატების დატერორება დაიწყო

23.09.25 15:27
ლელო-ძლიერი საქართველო: სუს-მა ჩვენი კანდიდატების დატერორება დაიწყო

სავარაუდო ზეწოლა ოპოზიციის კანდიდატებზე - პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" განცხადებით, ქვემო ქართლში სუს-მა კოალიციის კანდიდატების დატერორება დაიწყო. 

კოალიციაში ამბობენ, რომ ბოლნისის მერობის კანდიდატი, ასეფ ჩირაგოვი საარჩევნო პროცესს იძლებით ჩამოაშორეს. "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ლანა გალდავას განცხადებით, რამდენიმე დღის წინ, ასეფ ჩირაგოვმა თანაპარტიელებს აუწყა, რომ მასთან ნათესავი პოლიციელი მივიდა და ფულადი თანხა შესტავაზა, რაზეც მან უარი მიიღო. 

ამის შემდეგ, ბოლნისის მერობის კანდიდატმა ტელეფონი გამორთო, გუშინ კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თავის კანდიდატურას ხსნიდა. 

მოხდა უდიდესი ზეწოლა ბოლნისის მერობის კანდიდატზე, "ძლიერი საქართველო - ლელონდან", ასეფ ჩირაგოვზე, რომელმაც 4 დღის წინ, თავად გვაუწყა იმის შესახებ, რომ მასთან მივიდა ნათესავი პოლიციის წარმომადგენელი და შესთავაზა ფულადი თანხა, რასაც იგი არ დათანხმდა. 2 დღის შემდეგ, მან გათშა ტელეფონი და აბსოლუტურად გახდა მიუწვდომელი ჩვენთან.

ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ეჭვი იმისა, რომ სხვა ფორმები იყო მის მიმართ გამოყენებული, გგავიძამფრდა ეს განცდა მის სემდეგ, როდესაც მის Faceboook გვერდზე გამოქვეყნდა სტატუსი და ეს სტატსუი, პირველ რიგში, გამოყენებული იქნა პროპაგანდისტული მედიის მხრიდან.

ქვემო ქართლში ძალიან სუსტი არის "ქართული ოცნების" პოზიციები, ძალიან სუსტია განსაკუთრებით ბოლნისში და სწორედ ამის გამო. მიმართეს ისეთ ხერხს, რაც იყო თავდაპირულად ფულადი მოსყიდვა და შემდეგ შანტაჟი და ზეწოლა ოჯახის წევრების სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მუქარით. პირდაპირ არის მუქარა, ზეწოლა, შანტაჟი, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაულის შემადგენლობის მქონე - რას აკეთებს ამ დროს პოლიცია?" -  ამბობს ლანა გალდავა. 

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ადგილობრივი წევრის თქმით, მისი თანაპარტიელის, ახალგაზრდა გოგოს გადაბირება სცადეს. 

პლაკატებს ვაკრავდით და პირდაპირ გზაზე, არც იცოდა ვინმემ ჩვენ იქ თუ ვიქნებოდით, მანქანას აჩერებენ, ჩვენ ახალგაზრდა გოგოს პირდაპირ თავაზობენ, რომ სამსახურს დაგაწყებინებთო, არ არის პრობლემაო, მთავარია შენ იყავი ჩუმადო და დანარჩენს ჩვენ გავაკეთებთო, რაც გინდა მითხარიო, მე ვარ პასუხისმგებელიო. 

ასეთი ზეწოლებია ძალიან  ბევრი - ფულადიც, სანათესაოდან რაღაც ინფორმაციები მოდის, რომ თუ მოხსნით კანდიდატურას სამსახურს დავაწყებინებთ, ფულადი ჯილდოები იქნება, ასეთი ფაქტია თითქმის 90%-ი," - განაცხადა მან. 

ცნობისთვის, ბოლნისში "ლელო - ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელმა, ასეფ ჩირაგოვმა კანდიდატურა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მოხსნა.