ეჭვი არის, რომ არ იყო დაცული უსაფრთხოება - ქარხანაში გარდაცვლილი მუშის ოჯახი
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ობიექტზე გარდაცვლილი მუშის ოჯახის წევრები უსაფრთხოების წესების არარსებობაზე საუბრობენ. ოჯახის მტკიცებით, ამირან გაჩეჩილაძეს მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება ჰქონდათ და თავის საქმე კარგად იცოდა, შესაბამისად, თავად მუშა შეცდომას არ დაუშვებდა.
ესე გვითხრეს, რომ მილი იყო, რომელსაც ჭრიდა და მოტყდა. უმძიმეს მდგომარეობაში იყო ფაქტობრივად სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ჰქონდა. გვაქვს კითხვები რა მოხდა და რა იყო მიზეზი", - ამბობს გარდაცვლილის შვილი.
ჩემი ეჭვი ის არის, რომ არ იყო დაცული უსაფრთხოება, ეს ადამიანი იყო თავის საქმის პროფესიონალი და არ ქონდა შეცდომა დაშვებული არასდროს", - ამბობს ოჯახის წევრი.
შემთხვევა ზესტაფონში 15 ოქტომბერს მოხდა. პროფკავშირების ინფორმაციით, სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების დროს მილი ჩამოვარდა და 65 წლის მამაკაცს თავზე დაეცა. ის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მსგავსი სიახლეები
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მომხმარებლები მოგზაურობისთვის, სახლის განახლებისა და სეზონური შოპინგისთვის ემზადებიან, რაც ხშირად ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევას მოითხოვს.