მზადება 4 ოქტომბრის აქციისთვის - რისი ეშინია "ოცნებას"?
მზადება 4 ოქტომბრის აქციისთვის და მობილიზაცია მთელ საქართველოში - დაანონსებულ საპროტესტო აქციაზე მოქალაქეები დედაქალაქში რეგიონებიდანაც ჩამოვლენ.
უწყვეტი პროტესტის მონაწილეების თქმით, "ქართული ოცნება" პანიკაშია. ევროპული მომავლის მცველები აცხადებენ, რომ ივანიშვილის გუნდში კარგად იციან, რომ მასშტაბურ აქციას ის მოქალაქეებიც უერთდებიან, ვისაც აქამდე ცვლილებების არ სჯეროდა.
სამოქალაქო აქტივისტის, ლაშა ჯანჯღავას განცხადებით, 4 ოქტომბრის თარიღი არა კონკრეტული ბაბლის, არამედ მთელი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი გახდა. მისი თქმით, "ქართულ ოცნებაში" ეს თარიღი ძალიან აწუხებთ".
4 ოქტომბრის თარიღი გამოვიდა რომ არ არის რაღაც კონკრეტული ბაბლის და ა.შ., არამედ ისეთ ხალხთან არის გასული, ვინც ხშირად არც აქციებზე დადიოდა და ა.შ..
ბევრი მხვდება და მეუბნება რას ვაპირებთ ოქტომბერს, მოვდივარ და მეუბნებიან ისეთები, ვისაც იმედები გადაწურული ჰქონდა და ამბობდა, რომ შეიძლება აღარ გამოვიდე აქციებზე.
სხვადასხვა ჯგუფის, ყველა თითქოს გაერთიანებულია ამ თარიღის გარშემო და ვხედავთ, რომ "ქართულ ოცნებაში" ეს თარიღი ძალიან აწუხებთ იმიტომ, რომ ჯერ დაკავებები დავინახეთ, შემდეგ განცხადებები. თითქოს თავიდან ამბობდნენ, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი თარიღი, მაგრამ ახლა ბევრი ალაპარაკდა, ზოგი თითქოს დამცინავად საუბრობს, ფაქტია, რომ აწუხებთ," - ამბობს ლაშა ჯანჯღავა.