"არა რუსულ რეჟიმს" - 27 სექტემბერს, თბილისში დაგეგმილ აქციას ქუთაისში მცხოვრები დევნილები უერთდებიან
"აფხაზეთი საქართველოა - არა რუსულ რეჟიმს" - 27 სექტემბერს, თბილისში, გმირთა მემორიალთან დაგდმილ აქციას ქუთაისში მცხოვრები დევნილები უერთდებიან. ამის შესახებ მათ საერთო განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთეს.
მათი განცხადებით, რუსეთის მიერ სოხუმის დროებითი ოკუპაციის შემდეგ 32 წელი გავიდა, დღეს კი "საქართველოში ძალაუფლება მიტაცებული აქვს ძალას, რომელიც ომის დაწყებას საკუთარ სამშობლოს აბრალებს".
27 სექტემბერს 32 წელი გადის სოხუმის რუსეთის მიერ დროებით ოკუპაციის დღიდან. ეს არის დღე, რომელიც მთელ სსაქართველოს უნდა გვახსოვდეს - რას ნიშნავს რუსეთთან პირისპირ მარტო დარჩენა და რა მსხვერპლი გავიღეთ თავისუფლების და დამოუკიდებლობისათვის.
დღეს, საქართველოში ძალაუფლება მიტაცებული აქვს ძალას, რომელიც ომის დაწყებას საკუთარ სამშობლოს აბრალებს, ხოლო მისი ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მწამებლებს, მკვლელებს ბოდიშს უხდის, რითაც შეურაცხყოფს ჩვენი გმირი ჯარისკაცების ხსოვნას, ათ გაღებულ მსხვერპლსა და ოჯახებს.
ამიტომ ქუთაისი ქალაქი, რომელიც 300 დღეა არის ნაწილი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო წინააღმდეგობის მძრაობისა, უერთდება 27 სექტემბერს დაგეგმილ შეკრებას, გმირთა მემორიალთან 19:00 საათზე," - აცხადებენ ქუთაისში მცხოვრები დევნილები.