ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - ცდილობს თუ არა გამოძიება ფარცხალაძის კვალზე გასვლას?
ორ საათიანი ჩხრეკის შემდეგ ფარცხალაძის გარემოცვასთან დაკავშირებული ობიექტიდან ამოიღეს ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები. საგამოძიებო მოქმედებებისას ნივთმტკიცებად იქცა სარდაფში აღმოჩენილი ტყვიებიც, რომლებიც სავარაუდოდ ობიექტის ფორმალურ მფლობელს ეკუთვნის.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ჩხრეკა თბილისის ცენტრში სწორედ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ჩატარდა. მთავარი კითხვა ახლა ის არის, გახდება თუ არა ამ სარდაფში ნაპოვნი მტკიცებულებები ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ნაწილი?
არსებული ინფორმაციით, თბილისში ცნობილი ავტოსამრეცხაო „საშხაპე“ არაერთხელ გამხდარა არაფორმალური გარჩევების ეპიცენტრი. როგორც ცნობილია, მთაწმინდის საძმოს წევრები იქ ბიზნესმენებს არეკეტებდნენ. ყველამ იცოდა, მაგრამ მათი გავლენების გამო ხმამაღლა არავინ ლაპარაკობდა. კრიმინალური პოლიცია ობიექტში მხოლოდ მას შემდეგ შევიდა, რაც მისი სახელი ჯანგველაძის მკვლელობის საქმეს დაუკავშირდა.
დოკუმენტების თანახმად, „საშხაპის“ 50%-იანი წილის მფლობელი დავით მიქაძის ცოლის ძმა პაატა შატბერაშვილია. საგამოძიებო მოქმედებებისას შატბერაშვილი ადგილზე არ გამოჩენილა, არ მისულა სამსახურში და არც მის რეგისტრირებულ მისამართზე აღმოჩნდა.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.