პროტესტის 300 დღე - რა სათქმელით გამოვიდა ხალხი ქუჩაში

23.09.25 20:18
პროტესტის 300 დღე - რა სათქმელით გამოვიდა ხალხი ქუჩაში

ქვეყანაში მიმდინარე ყველაზე ხანგრძლივმა პროტესტმა დღეს 300 დღე შეადგინა. დიდი მსვლელობა 300 არაგველის მონუმენტიდან უკვე დაიწყო. მოქალაქეები პარლამენტისკენ მიემართებიან, იმ ადგილისკენ, სადაც საპროტესტო ტალღა სამასი დღის წინ დაიწყო.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 300 დღეა უკვე ქუჩაში იბრძვიან და იბრძოლებენ იმდენ ხანს, რამდენიც გამარჯვებისთვის იქნება საჭირო. 

300 დღე რეალურად გავიდა. ვიდექით, ვდგავართ და კიდევ ვიდგებით რამდენიც საჭირო იქნება, გამარჯვაბმდე. ყველას ლაპარაკი ან სადღეგრძელოს ჰგავს, ან გინებაზე უნდა გადავიდეთ. ჭკვიანური ლაპარაკი არ გამოდის, შეუძლებელია, ისეთი სიტუაცია გავქვს ქვეყანაში. აზრიანად რამე თქვა და პროგნოზები გააკეთო, შეუძლებელია. მე არ დავიხევ უკან, ჩემი მეგობრები არ დაიხევენ და ვიბრძოლებთ ბოლომდე, სადან ქვეყანას არ გავათავისუფლებთ მახინჯი მმარტველობისგან, - ამბობს მთამსვლელი ბიძინა გუჯაბიძე. 

ფინანსისტი გიგი ბედინეიშვილი ამბობს, რომ მსგავსი უწყვეტი პროტესტის პრეცედენტი ისტორიაში ცოტაა და ეს ცხადყოფს, რომ ხალხში ფუნდამენტური წინააღმდეგობაა. 

ასეთი განგრძობითობა და ამდენი ხანი პროტესტის პრეცედენტი ისტორიაში ალბათ ცოტაა. გასაგებია, რომ ხან უფრო მეტნი ვართ ქუჩაში, ხან უფრო ნაკლები, მაგრამ ამდენი ხანი რომ პროტესტის ტალღა მიმდინარეობდეს, მართლაც უპრეცედენტოა. ასე რომ, მართლაც უნიკალური სიტუაციაა. ეს აჩვენებს, რომ ხალხში არის ფუნდამენტური წინააღმდეგობა იმ მიმართულებისა, რა მიმართულებითაც "ქართულ ოცნებას" მიჰყავს საქართველო. ეს არის მთავარი ძრავი, რატომაც ამდენი ხანი ეს უწყვეტი პროტესტი გრძელდება, - ამბობს გიგი ბედინეიშვილი. 

ევროპული მომავლის მცველები ამბობენ, რომ კრიზისი, რომელიც ქვეყანაშია, "ოცნების" მოქმედებების შედეგია და ის არ დასრულდება, ვიდრე ივანიშვილის ხელისუფლება არ შეიცვლება.  

ეს არ არის ინდივიდუალური პროტესტი ერთი ან რამდენიმე ადამიანის. ეს არის ქვეყნის სახე, ეს პროტესტი, იმ კრიზისზე პასუხი, რაც გამოიწვია ამ რეჟიმმა და ეს კრიზისი უბრალოდ არ მოგვარდება, სანამ ამ რეჟიმს არ შევცვლით, - ამბობს აქტივისტი. 

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას ჩართვაში.  

მსგავსი სიახლეები