საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ლეგიტიმური ბრაზი, რომელსაც ყველაზე ცივილური ფორმით გამოთქვამენ - ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი
პროტესტის მე-300 დღე - მოქალაქეები 300 არაგველის მონუმენტთან იკრიბებიან, საიდანაც მსვლელობით პარლამენტისკენ გადაინაცვლებენ. დიდი მსვლელობა ცოტა ხანში დაიწყება.
ადგილზე მისული მოქალაქეების მოთხოვნები უცვლელია- ქვეყანა დაუბრუნდეს ევროპულ კურსს და გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები.
ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი, ვასილ ივანოვ ჩიქოვანი ამბობს, რომ “საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ლეგიტიმური ბრაზი, რომელსაც ყველაზე ცივილური ფორმით გამოხატავენ“.
300 დღეა საქართველოს მოქალაქეები ყოველდღიურად გამოდიან, იკეტება დედაქალაქის მთავარი გამზირი და უცვლელი არის მოთხოვნები - ქვეყნის დაბრუნება ევროპულ კურსზე. 300 დღეა მოქალაქეები აპროტესტებენ იმას, რაც მოხდა 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძის განცხადებას. 300 დღეა ადამიანები იმას აპროტესეტებენ, რაც მოხდა რუსთაველის გამზირზე, რომ მოქალაქეების პროტესტი დაუპირისპირდა ბრუტალურ ძალადობას და გაჩნდა ლეგიტიმური ბრაზი. დღეს საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ლეგიტიმური ბრაზი, რომელსაც გამოთქვამენ ყველაზე ცივილური ფორმით, რაც კი შეიძლება მოხდეს. ამ 300 დღის განმავლობაში მსოფლიოს დემოკრატიულობით სწორედ საქართველოს მოქალაქეები აკვირვებენ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის მოქალაქე, ვინც 300 დღეა დგას, ბოლომდე მიყვება იმ საერთო საკეთილდღეო, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროგრესს, რომ ეს დღე დადგეს და პროგრესს მოჰყვეს შედეგი. თავისუფლება სინდისის პატიმრებს, თავისუფლება და სოლიდარობა მზია ამაღლობელს. სინდისის პატიმრების გათავისუფლება არის მთავარი. პირველი არის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ევროპულ კურსს და სინდისის პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ,- განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.