შვილი არ გამორიცხავს, რომ პაატა ბურჭულაძე დააკავონ

23.09.25 21:17
შვილი არ გამორიცხავს, რომ პაატა ბურჭულაძე დააკავონ

მსოფლიო ბანის შვილი არ გამორიცხავს, რომ პაატა ბურჭულაძე დააკავონ - ამის შესახებ “ტვ პირველის“ ეთერში ალექსანდრე ბურჭულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თვითონვე იციან, რომ პაატას დაჭერა ისევ ხალხში გამოიწვევს აგრესიას და უფრო მეტი გამოვა ქუჩაში.

ამ ხელისუფლებისგან არაფერია მოულოდნელი, რა საკვირველია შესაძლებელია, მაგრამ თვითონაც იციან, რომ მხოლოდ მათ ავნებთ, ისევ ხალხში გამოიწვევს აგრესიას და უფრო მეტი ადამიანი გამოვა 4 ოქტომბერს ქუჩაში. ლევან ხაბეიშვილის დაჭერით, თვითონაც ნახეს რა მიიღეს, უფრო მეტი შემოუერტდა პროტესტს და პაატას დაჭერის შემთხვევაში ეს გაათმაგდება. გამორიცხული არაფერია. მთავარია 4 -ში გამოვიდეთ ძალიან ბევრნი, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და ზუსტად ვიცი, რომ საღამოს ყველა პოლიტპატიმარი თავისუფალი იქნება, - განაცხადა ბურჭულაძემ.

მსგავსი სიახლეები