"არ დავიშლებით" - საპროტესტო მსვლელობა რუსთაველის გამზირზე მივიდა
საპროტესტო მსვლელობა რუსთაველის გამზირზე მივიდა. ევროპული მომავლის მცველები უკვე 300 დღეა დედაქალაქის მთავარ გამზირზე დგანან და "ოცნების" ხელსუფლების ქმედებებს აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები უწყვეტი პროტესტის მნიშვნელობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ არ დაიშლებიან, ვიდრე გამარჯვებას არ მიაღწევენ.
მინდა, ყველამ გაიაზროს, რომ ეს არის მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პროტესტი. აი, ჰონ-კონგში იყო ასეთი ხანგრძლივი პროტესტი და ტოპ ყველაზე ხანგრძლივ პროტესტში შედის და ისტორიული მოვლენის მონაწილეები გავხდით. ყველაფერი გადავიარეთ ერთად: დარბევა, იმედგაცრუება, გამარჯვება, ყინვა, თოვი, სიცხე და 300 დღის თავზე ისევ აქ ვდგავართ. ეს იმის მანიშნებელია, რომ არ დავიშლებით, სანამ საბოლოო მიზანს არ მივაღწევთ, - ამბობს აქციის მონაწილე.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას ჩართვაში.