შსს: დაკავებულია 26 წლის კაცი, რომელმაც 28 წლის მოქალაქეს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და მიიმალა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი დ.დ., ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1997 წელს დაბადებულ ლ.დ.-ს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დ.დ. ცხელ კვალზე დააკავეს ხოლო, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.