ისაკო დევიძე ბრალის წარდგენას დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება - რას ამბობს ადვოკატი

24.09.25 11:58
ისაკო დევიძე ბრალის წარდგენას დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება - რას ამბობს ადვოკატი

აქტივისტი ისაკო დევიძე, რომელიც გუშინ რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დააკავეს, დუშეთის წინასწარი დაკავები იზოლატორშია და ბრალის წარდგენას ელოდება. ახალგაზრდას 60 დღიანი პატიმრობა ან ჯარიმა ემუქრება. სასამართლო პროცესი შესაძლოა, დღეს ან ხვალ ჩაინიშნოს.

ადვოკატი, რომელმაც აქტივისტი გუშინ მოინახულა, ამბობს, რომ დევიძე თავს მხნედ გრძნობს და მზადაა, ბოლომდე იბრძოლოს. მისივე თქმით, დაკავებისას პოლიციამ დაკავებისას აქტივისტის წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. 

გუშინ ვიყავი დუშეთის იზოლატორში ისაკო დევიძესთან. ის არის მხნედ. ფიქრობს, რომ უნდა იბრძოლოს ბოლომდე. დაკავებულია პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის და ასევე გზის გადაკეთვისთვის. ის თვის,რ ომ არ არის დამნაშავე, თუმცაღა თვლის, რომ უფრო მეტი წინააღმდეგობა უნდა შევუქმნათ რეჟიმს გინდაც 4 ოქტომბრამდე და სულ, მუდმივად უნდა იყოს წინააღმდეგობა რეჟიმთან. მიჰყვებოდა პოლიციას, მაგრამ მაინც ძალისმიერად მოხდა მისთვის ბორკილების დადება. კისერი ცოტა დაწითლებული აქვს ამ ჭიდაობის შედეგად, თუმცაღა ველოდებით სასამართლოს, რომელიც იქნება, დაახლოებით, ორი დღის განმავლობაში. სავარაუდოდ, ადმინისტრაციულია ბრალი, - ამბობს ფიქრია მახარაძე.

აქტივისტები ამბობენ, რომ ისაკო დევიძე პოლიციის მხრიდან წამების მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა და ის სამართალდამცველებს თვალში ჰყავთ ამოღებული.  

ზოგადად, თუ ვინმე არ ემორჩილება, ისედაც გადაჰყავთ ხოლმე, ხელს არ ახლებენ. უბრალოდ, ისაკო დევიძე არის ის ადამიანი, რომელიც აქტივისტებს შორის ერთ-ერთი ყველააზე რეპრესირებულია გამომდინარე იქიდან, რომ ისაკო დევიძე რამდენჯერმე, ფაქტობრივად, ნაწამებია პოლიციის მიერ და ისაკო დევიძე, რომელსაც სახლში შეუვარდა პოლიცია და არა მარტო სახლში შევარდნა აკმარეს, არამედ გაძარცვეს კიდეც მისი სახლი  და ოპერაციისთვის განკუთვნილი ფული მოპარეს. ანუ ისაკო არის ერთ-ერთი ფიგურა, რომელიც პოლიციას ჰყავს თვალში ამოღებული უკვე დიდი ხანია, - ამბობს აქტივისტი. 

რუსთაველზე სამოქალაქო აქტივისტი, ისაკო დევიძე დააკავეს.

დაკავების ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში გელა ხასაია ავცელებს.

კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცველებმა მას ხელბორკოლები დაადეს და საპატრულო მანქანაში ჩასვეს.

კითხვაზე- თუ რატომ აკავებენ მას, სამართალდამცველი პასუხობს, რომ “გზის გადაკეტვის გამო“.

 

მსგავსი სიახლეები